25 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს - ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ოპოზიციას, აქცია არ დაამთხვიოს ორშაბათს და ის კვირის რომელიმე სხვა დღეს ჩაატაროს.

როგორც პრემიერი ამბობს, საკმარისი დრო აქვს ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს...

"ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. ამ 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ 1000 ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა.

ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს.

29 აპრილს, გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია და ამის შემდეგ, აქ ასევე იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება დასჭირდეს 2-3 დღე.

შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ. საქართველო არის დემოკრატია, აქ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები