25 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი გარეთ იქნება თუ შიგნით, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი მგონია უვიზო მიმოსვლა, მოლაპარაკებების გახსნა და უსაფრთხოება, რომელიც მოდის დასავლეთიდან - იაგო ხვიჩია

ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები დილიდან კეთდება, ოპოზიცია მმართველ გუნდს გამჭვირვალობის კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება და შესაძლოა გადაიხედოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი.

"ევროპარლამენტის რეზოლუცია რომ მიღებულია და იქ რომ ის საკითხებია მოხვედრილი, რომელიც საქართველოში ჩვენს მოსახლეობას არაფერში არ აწყობს და არც არაფერში არ სჭირდება - ეს, მე მგონი, ცხადია. თქვენ ხომ გულუბრყვილო არა ხართ, მიხეილ სააკაშვილს რომ მეგობრები ეყოლება საზღვარგარეთ, ხომ გასაგები იყო. მიხეილ სააკაშვილი გარეთ იქნება თუ შიგნით, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი მგონია უვიზო მიმოსვლა, მოლაპარაკებების გახსნა და უსაფრთხოება, რომელიც მოდის დასავლეთიდან,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღის ამბები