რომის პაპმა ფრანცისკემ ამერიკულ ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში უკრაინასა და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიოში მშვიდობისკენ მოუწოდა.
“[მივმართავ] ომში მყოფ ქვეყნებს, ყველა მათგანს: გთხოვთ, შეაჩერეთ ომი. მოიძიეთ მოლაპარაკებები, მშვიდობა“, - აღნიშნა რომის პაპმა.
რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობა უკეთესია, ვიდრე გაუთავებელი ომი.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში დამანგრეველი შედეგები აქვს უკრაინელი ბავშვებისთვის.