25 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
საზოგადოებას მინდა მივმართო, ვიზალიბერალიზმის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს, არათუ გაუქმებას, ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება - კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. 

კახა კალაძის თქმით, რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი მიზნად ისახავს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გამძაფრებას. 

„რაც შეეხება საკითხს რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით - ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა  შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი. ამის ნათელი მაგალითია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი ქმედება - რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ. საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ  ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები