25 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აიაქსმა" გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა გადაწყვიტა

ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აიაქსმა" გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა გადაწყვიტა. ამსტერდამული გუნდის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში ჩავლენ საფრანგეთში, სადაც "მეცთან" ფეხბურთელის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

მიქაუტაძე "აიაქსში" გასულ ზაფხულს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან ჯამში ყველა ტურნირზე ცხრა შეხვედრაში ითამაშა და გოლი არ გაუტანია. "მეცში" გატარებული პერიოდი კი აუცილებლად პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან მიქაუტაძე თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ეს მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზეც ისახება.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი.

დღის ამბები