22 აპრილიდან, "ლოპოტა სპა რეზორტი", ქალთა შორის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. LOPOTA TENNIS OPEN-ის ტურნირი 50-იანების კატეგორიის არის და ყველაზე მასშტაბურია ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ სხვა საჩოგბურთო ტურნირებს შორის.
შეჯიბრი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზატორობით იმართება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი.