25 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
როგორ შეიძლება პოლიციას ასანქცირებდე, ეს ყოვლად წარმოუდგენელია - ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერში", პოლიციის დასანქცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსი შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიციელის დასანქცირება, რომელიც ლეგიტიმურად ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობას სრულიად წარმოუდგენელია.

"როდესაც პოლიცია ლეგიტიმურად ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას, თურმე პოლიციელზე შეიძლება პირდაპირი შანტაჟი განხორციელდეს, ეს ხომ გაუგონარი რამაა. შეიძლება პოლიციელმა გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას, შეიძლება პოლიციელმა დანაშაულიც კი ჩაიდინოს, მაგრამ როგორ შეიძლება პოლიციას ასანქცირებდე. ეს ყოვლად წარმოუდგენელია, ეს არ არის აღქმა, რომ ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ ამ ქვეყანას აქვს ღირსება და კანონი.

ამ ქვეყანაში ყველაფერი გამჭვირვალეა. ყველა საჯარო ფული, რომელიც ამ ქვეყანაში ტრიალებს, ეს იქნება უცხოეთიდან შემოსული, რომელსაც სახელმწიფო ამენეჯმენტებს, თუ ქვეყნის შიდა თანხები, აბსოლუტურად საჯაროა. ამ თანხების ხარჯვის პროცედურებისა და ხარჯვის მიკვლევადობა აბსოლუტურად საჯაროა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები