25 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
“გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ ევროპული პარლამენტის ტრიბუნიდან არის ძალიან მკაფიო“ - გრიგოლ გეგელია

"მთელმა ევროპამ, მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ, ევროპულმა კომისიამ, ევროპულმა პარლამენტმა, ყველა ჩვენმა მეგობარმა ერთხმად განგვიცხადა - ან ეს კანონი, ან ეს ხელისუფლება, რომელიც იღებს რუსულ კანონებს და ადგას რუსულ გეზს", - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ "ღამის კურიერთან" საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მივყვებით რუსეთის მსახურ ადამიანებს და გადავიჩეხებით მანამ, სანამ დამოუკიდებლობაზე გველაპარაკებიან.

"გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ ევროპული პარლამენტის ტრიბუნიდან არის ძალიან მკაფიო, მკაცრი. რა თქმა უნდა, ძირითადი შინაარსი არის შემდეგი - ან ეს კანონპროექტი, ან ევროპული კანონი. ეს, რასაკვირველია, რჩება ძალიან მყარად ადგილზე და ეს არის ის ნაწილი, რაც ჩვენთვის, როგორც ქართველებისთვის, როგორც მოქალაქეებისთვის უნდა იყოს საყურადღებო და მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ახლა მთელმა ევროპამ, მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ, ევროპულმა კომისიამ, ევროპულმა პარლამენტმა, ყველა ჩვენმა მეგობარმა ერთხმად განგვიცხადა - ან ეს კანონი, ან ეს ხელისუფლება, რომელიც იღებს რუსულ კანონებს და ადგას რუსულ გეზს, ან ევროპული კავშირი, შუაში არჩევანი არ არსებობს. ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგად გააზრებული, რომ ჩვენ მივყვებით რუსეთის მსახურ ადამიანებს და გადავიჩეხებით მანამ, სანამ დამოუკიდებლობაზე გველაპარაკებიან, სანამ სუვერენულობაზე გველაპარაკებიან", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები