25 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" რუსთაველზე მომხრეების გამოყვანითაც ბრიუსელისა და სტრასბურგისთვის ხმის მიწვდენა სურს - 29 აპრილის აქცია მმართველი პარტიისთვის გამჭვირვალობის კანონის ყველაზე მყარი არგუმენტი უნდა გახდეს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 29 აპრილს დაგეგმილი აქცია კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება, თუ რა მხარდაჭერა აქვს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს საზოგადოებაში. შალვა პაპუაშვილის თქმით, მომავალ ორშაბათს დაანონსებულ შეკრებაზე დადასტურდება, რომ მმართველი პარტიასთან ერთად, მოსახლეობის დიდი ნაწილის პრიორიტეტი, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დაცვაა.

მმართველი პარტიის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე ოპოზიცია ამბობს, რომ ამ გზით ”ქართული ოცნება” მხარდამჭერების რესურსის დემონსტრირებას, საჯარო მოხელეების გამოყენებით შეეცდება. მეორეს მხრივ, მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი საზოგადოების გაყოფას და დაპირისპირებას გამოიწვევს.

ოპოზიციის მხრიდან დაპირისპირების საფრთხეზე საუბარი მმართველი პარტიისთვის პროვოკაციულია. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

”ქართული ოცნება” 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე მომხრეებს, საღამოს 18:00 საათიდან ელოდება. 20:00 საათზე კი აქციის ოფიციალური ნაწილი გაიხსნება, რომელსაც ლიდერებთან ერთად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

დღის ამბები