ბათუმში, ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანა 13 წლის გოგოს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.