25 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს - ალექსანდრე მესხი კლინიკის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ალექსანდრე მესხი, კლინიკის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს წარვუდგინეთ ახალი დირექტორის კანდიდატურა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაფერს და ვფიქრობ, ის გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რაც აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ვუსურვებ წარმატებას ახალ დირექტორს და რესპუბლიკურის ყველა თანამშრომელს," - აცხადებს სარჯველაძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი დირექტორი ალექსანდრე მესხი ეკონომიკის მაგისტრია, მას ასევე აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც სხვადასხვა წლებში, წამყვან პოზიციებს იკავებდა მენეჯმენტის მიმართულებით.

როგორც მესხი ამბობ,ს უახლოეს მომავალში საავადმყოფო უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს.

"უახლოეს დღეებში დაისახება სამოქმედო გეგმა, დავალება არის ის, რომ მოკლე ვადაში საავადმყოფო უნდა გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში საავადმყოფო გაძლიერდება და განვითარდება არსებული კოლექტივის დახმარებით,"- აცხადებს მესხი. 

დღის ამბები