25 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"გირჩი" ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის

"გირჩი“ ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, თუმცა მისი დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანია ლობისტური საქმიანობის ლეგალიზება. პროექტის თანახმად, ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც უფლება აქვს, დარეგისტრირდეს ლობისტად. პროექტით, პოლიტიკურ გაერთიანებებს, პარლამენტისა და საკრებულოების დეპუტატებს ენიჭებათ უფლება ლობისტური საქმიანობის შედეგად შემოსავალი მიიღონ, რისი უფლებაც მათ ახლა არ აქვთ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ლობისტის მიერ დავალების შესასრულებლად გაწეული ხარჯები დეტალური და საჯარო უნდა იყოს ყველასთვის. "გირჩი" პროექტს უცხოური გავლენების შესახებ ინიციატივის ალტერნატივად განიხილავს, რაშიც ოპოზიციურ პარტიას "ქართული ოცნება" არ ეთანხმება.

დღის ამბები