25 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ნუ დავაბრალებთ, რომ პროპაგანდის მხარეს დგანან, მაგრამ როდესაც ისინი არ ერთვებიან ამ დისკუსიაში, შიგნით ხალხის ეშინიათ და გარეთ პატრონების - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი მანდატები "ქართულ ოცნებას" არ აქვს. ოპოზიციის უმრავლესობა განხილვებში არ ერთვება, რის გამოც სახელისუფლებო გუნდი მათ აკრიტიკებს.

პარტიების ნაწილში აცხადებენ, რომ არ არსებულ პრობლემებზე მსჯელობას არ აპირებენ, ნაწილში კი განხილვაზე უარს არ ამბობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სამთავრობო გუნდი საკითხს წინასაარჩევნო პროცესებისთვის იყენებს.

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას "შიგნით ხალხის ეშინია, გარეთ - პატრონების"და სწორედ ამის გამო არ ერთვებიან საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის საკითხში. მისი თქმით, თუ ეს მოსაზრება არასწორია, მაშინ ისინი განხილვაში უნდა ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ ცვლილებას.

"ნუ დავაბრალებთ, რომ პროპაგანდის მხარეს დგანან. როდესაც ისინი არ ერთვებიან ამ დისკუსიაში, შიგნით ხალხის ეშინიათ და გარეთ - პატრონების. თუ ეს ვერსია არასწორია, მაშინ ჩაერთონ და შემდეგ, შეიძლება მხარდაჭერა მოუწიოთ კიდეც, რადგან ეს არის უალტერნატივო პროექტი. ისინი ცდილობენ, თან გაერიდონ, თან გააშავონ, თან რაღაც სხვა სახელები დაარქვან ამ კანონსაც. ეს არის ქართული იდენტობის ნაწილი, ეს არის ჩვენი ტრადიციების ნაწილი. ვიღაცები ცდილობენ, ჰომოფობიასთან დააკავშირონ, ვიღაცები ცდილობენ, არატრადიციული ორიენტაციის უფლებებისა და პროპაგანდის საკითხი გააიგივონ და ერთ სიბრტყეზე დააყენონ. ზუსტად იციან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ არცერთი განსხვავების მიუხედავად არ შეიძლება ვინმეს ჩაგვრა, არამედ რაიმე არასწორი ჩარევა მათ უფლებებში და, მეორეს მხრივ, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს არის მავნებლობა, რომლისგანაც ჩვენი მომავალი თაობა უნდა დავიცვათ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები