25 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი ბრძოლის ველზე ვითარებას პრინციპულად ვერ შეცვლის - დიმიტრი პეკსოვი

უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი ბრძოლის ველზე ვითარებას პრინციპულად ვერ შეცვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აუმჯობესებენ თავიანთ პოზიციებს და ზოგადი დინამიკა ახლა ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია.

“პრინციპულად ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე… რა თქმა უნდა, გამოყოფილი ფული და ის შეიარაღება, რომლის მიწოდება მოხდება ამ ფულით, არ გამოიწვევს ამ დინამიკის ცვლილებას, ეს გამოიწვევს ახალ მსხვერპლს უკრაინელებს შორის, დაიღუპება მეტი უკრაინელი. უკრაინას დიდი დანაკარგი ექნება“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი ასე თუ ისე აშშ-ში დარჩება.

“აშშ უფრო მდიდარი გახდება, ის მიიღებს დამატებით დივიდენდებს უკრაინისთვის დახმარებით. პრინციპულად არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება შაბათს დაამტკიცა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს და კიევს გამარჯვების შანსი ექნება.

დღის ამბები