25 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
რუსთავში, "ნაცმოძრაობის" ფრაქცია არ მონაწილეობს საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს, რატომ ატყუებს ხალხს? - დავით კირკიტაძე

რუსთავში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია, არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს, რატომ ატყუებს ხალხს? - წერს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე.

კირკიტაძე ეხმიანება ბექა ლილუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის "ოცნებას" სჭირდება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა და ეს გარიგება შემდგარია".

"რუსთავში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია, არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს რატომ ატყუებს ხალხს? ასე რომ ძველო და ახალო ქოცებო, დაგიჭამიათ ერთმანეთი!!! თქვენ ორივე პოლიტიკური ჯგუფი მარტო მაგ საქმეზე ხართ მაინც მოსული,"-წერს დავით კირკიტაძე.

დღის ამბები