მოძრაობების "ჯიუტისა“ და "დაფიონის“ ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია იმართება.
აქციაზე "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე პარლამენტი არ გაიწვევს კანონპროექტს, პროტესტი არ შეწყდება.
აქციის მონაწილეებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა აცხადებენ, რომ შესაძლოა, მსვლელობა გამართონ უზენაესი სასამართლოს შენობასთან.
"გვსურს, გავაჟღეროთ სასამართლოში არსებული პრობლემები“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, თბილისში, რამდენიმე დღეა, "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება.