25 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
კუბილიუსმა ის თავისი ღვარძლი შეინახოს თავისთვის - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი გუნდი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას სპეკულაციურს უწოდებს და ევროპარლამენტარს მოუწოდებს, საქართველოზე საუბარს თავი დაანებოს.

"ქართულ ოცნებაში", კუბილიუსსა და "ნაციონალური მოძრაობის" კავშირზე საუბრობენ, რომლის მიზანი, მათივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება და ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში სრული ინტეგრაციისთვის პროგრესია მნიშვნელოვანი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება უზრუნველყოფს.

"ეს კუბილიუსი და მათი მოკავშირე "ნაციონალები", ამათთვის ევროკავშირი არ არის შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. მათთვის ეს არის რევოლუციის მოსახდენად გამოგორებული ქვა. ევროკავშირის წევრობისთვის საქართველო, რომ არ არის მზად, ამას არ სჭირდება არც ერთი ნორმალური ადამიანისათვის ორჯერ გამეორება. რატომ არის პროცესი და რატომ ამბობენ, რომ ეს რამდენიმე წელი გაგრძელდება" ეს იმიტომ, რომ არაერთი რეფორმაა გასატარებელი და მარტო მიტინგზე დაძახებული "ჯოს" არ ჰყოფნის ამას. აქედან გამომდინარე თქვა ღარიბაშვილმა ეს აზრი და თვითონ ევროკავშირი ამბობს, რომ მას აქვს დიდი რეფორმები ჩასატარებელი, რათა მისი განვითარება - გაფართოება უზრუნველყოს. ამიტომ, აქ ორმხრივი მზაობისკენ მოძრაობაა საჭირო. კუბილიუსმა ის თავისი ღვარძლი შეინახოს თავისთვის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. ოთხი თვის შემდეგ კი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის.

დღის ამბები