პროტესტის მეექვსე დღე - ამ წუთებში, აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ გადაადგილდებიან.
იქამდე ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. შეკრებილები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს იწუნებენ და ხელისუფლებას მის უკან გაწვევას სთხოვენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. აქციას მსვლელობით შეუერთდა ქალთა მარშიც.
მსვლელობის დაწყებამდე, აქციაზე ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" ცუდ კონტექსტში ხსენებამ გამოიწვია.