25 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ADB-ის პრეზიდენტი ლაშა ხუციშვილთან და EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ვამაყობ, რომ ასეთი პარტნიორები მყავს და მეხმარებიან მომავლისკენ მიმართული ხიდის აშენებაში

სასიამოვნო იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოსთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ვაშინგტონში შეხვედრა, - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა X გვერდზე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოსთან ერთად გამართული დისკუსიის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, დისკუსიის დროს განიხილეს ევროპისა და აზიის რეგიონების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.

"ასევე კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების გზები, ისევე, როგორც განვითარების წინაშე მდგარი სხვა რისკების დაძლევის მნიშვნელობა, მათ შორის, ანტი-გლობალიზაციის ღონისძიებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის ზრდას და მდგრადობას. გავცვალეთ ასევე იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ განვითარებაზე ორიენტირებულ მრავალეროვნულ ბანკებს და მათ წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ამ გამოწვევების დასაძლევად და კრიზისზე რეაგირებისთვის.

ვამაყობ, რომ ასეთი პარტნიორები მყავს და მეხმარებიან მომავლისკენ მიმართული ხიდის აშენებაში, რომელიც უფრო მწვანე, მეტად მდგრადი და მჭიდროდ დაკავშირებული იქნება.

ჩვენი საუბარი, რომელსაც ნიშა პილაი უძღვება, მომავალ კვირას გავა ეთერში, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის წინ, რომელიც 2024 წელს თბილისში იმართება. მას საქართველო მასპინძლობს,“ - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა.

 

დღის ამბები