25 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
უმჯობესია, ხალხის ნების წინააღმდეგ არ წავიდნენ და კანონი უკან გაიწვიონ - თეონა აქუბარდია

მომავალი კვირიდან, საკანონმდებლო ორგანოში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ, კანონპროექტის განხილვა განახლდება. ჯერი მეორე მოსმენაზეა, პროცედურა კი მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს. ოპოზიციაში აცხადებს, რომ უმჯობესია, მმართველი გუნდი ხალხის ნების წინააღმდეგ არ წავიდეს და კანონი უკან გაიწვიოს:

"სრულიად ცივილიზებული დასავლეთი, მათ შორის შარლ მიშელი, რომელსაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე და არა უკუსვლაზე, მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომ ეს კანონი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესს, "ქართული ოცნება" ყიდის ყალბ გამჭვირვალობას. ამ მოცემულობაში, მეორე მოსმენა იქნება, ასევე გაგრძელდება აქციებიც. უმჯობესია ხალხის ნების წინააღმდეგ არ წავიდნენ, ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები