25 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
პროტესტის მეხუთე დღე - აქტივისტები პარლამენტის წინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გასაპროტესტებლად, ისევ შეიკრიბნენ

აქტივისტები, პარლამენტის წინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გასაპროტესტებლად, ისევ შეიკრიბნენ.

"არა რუსულ კანონს - კი ევროპას" - სტუდენტების ლოზუნგი უცვლელია. სხვადასხვა სასწავლებლიდან ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე ორი საათის წინ შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ იმ დრომდე არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე უმრავლესობა კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

საავტომობილომო მოძრაობა პარლამენტის წინ ისევ შეზღუდულია. რუსთაველის გამზირი ცოტა ხნის წინ გადაიკეტა.

საპროტესტო აქციაზე ოპოზიციიდან მხოლოდ ალეკო ელისაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა იმყოფება.

აქტივისტები, ამჯერად, იუსტიციის სამინისტროსკენ მიემართებიან, სადაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის გადაკეტვას აპირებენ.

დღის ამბები