25 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ვერ შეცვლით და ვერ გადაწერთ ისტორიას, ქართველი ხალხი აუცილებლად გაგიშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" კონსტიტუციის 76-ე მუხლს არღვევს და ევროპულ მომავალზე უარს ამბობს. ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ინტერპელაციის წესით შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.

"ცივილიზებულ სამყაროში არ დარჩა არავინ, ვინც არ ამბობს, რომ ეს კანონი ცუდია ევროკავშირის გზაზე. თქვენ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. დღეს ხელისუფლება და უმრავლესობა არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზეა საუბარი. ევროკავშირზე ამბობთ ამით უარს. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ თქვენ არ გინდათ ევროკავშირი. თქვენ გინდათ, რომ ქართველ ხალხს გამოულაყოთ ტვინი, ვერ შეცვლით და ვერ გადაწერთ ისტორიას, ქართველი ხალხი აუცილებლად გაგიშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები