25 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული შეღავათიანი დაბეგვრის მქონე კომპანიები, საქართველოში გადმოსვლის შემთხვევაში, დაბეგვრისგან გათავისუფლდებიან

75 მომხრე, 9 წინააღმდეგი - კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული შეღავათიანი დაბეგვრის მქონე კომპანიები საქართველოში გადმოსვლის შემთხვევაში დაბეგვრისგან გათავისუფლდებიან. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ასეთი საწარმოები გადასახადს მხოლოდ გადმოტანის მომენტში არ გადაიხდიან, ზოგადად კი ფინანსური ვალდებულებებისგან არ თავისუფლდებიან. საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პაატა კვიჟინაძემ დღეს ოპოზიციის კითხვებს უპასუხა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ისიც განმარტა, თუ რა მიზეზით იღებს ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით. პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ინიციატივა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. პროცესების გამჭვირვალობა კი გარანტირებული.

ოპონენტების კრიტიკას დარბაზშივე პასუხობდნენ უმრავლესობის წევრები. დაბალი საგადასახადო განაკვეთი და ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა - მმართველი გუნდი აქცენტს კაპიტალის მოზიდვასა და ამ მიმართულებით საქართველოს მიმზიდველობაზე აკეთებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების საგადასახადო შეღავათებზე ანალოგიური გადაწყვეტილება ბოლო სამ თვეში ევროპის 14-მა ქვეყანამ მიიღო. საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მესამე მოსმენით პარლამენტი ხვალ დაამტკიცებს.

დღის ამბები