ორგანიზაცია "საფარის" აღმასრულებელ დირექტორისა და ქალთა უფლებათა დამცველის, ბაია პატარაიას ცნობით, შაბათს, 20 აპრილს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე ქალთა მარში გაიმართება.
"შაბათს ქალთა მარში ჩაინიშნა 17:00 საათზე "ქალები ვირჩევთ ევროპას!" რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე. პარლამენტთან გვექნება ძალიან საინტერესო ქალების გამოსვლები. მალე ივენთსაც დავდებთ," - წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.