"სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისთვის" - ამ სახელწოდებით სიმპოზიუმს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიება სამი მიმართულებით წარიმართა: მეცნიერება დიპლომატიისთვის, დიპლომატია მეცნიერებისთვის და დიასპორის როლი სამეცნიერო დიპლომატიისთვის. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებმა, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა.