25 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი - კანცელარიის შტურმით აღება ნაღდად არ მინდოდა

რატომ გაარიდეს გასულ ღამით "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პოლიციელებმა აქციის ტერიტორიას - დეპუტატი მედიასთან ჰყვება, რომ პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა.

"კორდონის გარღვევას ვცდილობდი რატომ - უიარაღოდ, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე ვეუბნებოდი რომ მიგვიშვით იქამდე, ჩამოვიდეს კობახიძე და გვითხრას, როდის აპირებს ამ რუსული კანონის გატანას-მეთქი,- ამიტომ ვეცადე კორდონის გარღვევას, თორემ კანცელარიის შტურმით აღება ნაღდად არ მინდოდა.

შემისრუტეს წამის მეასედში, ძირს ვეგდე კანცელარიის წინ, პოლიციელების კორდონის ქვემოთ და ვისაც არ ეზარებოდა მუხლებს და წიხლებს მირტყამდა. ერთადერთი ბათინკებს ვხედავდი, თავში რომ მხვდებოდა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები