25 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - "პარლამენტთან" საპროტესტო აქცია გრძელდება

კანონი რომელმაც მთელ ქვეყანაში ახალი ვნებათაღელვა გამოიწვია პირველი მოსმენით მიღებულია, წინ კიდევ ორი მოსმენაა.

პარალელურად გრძელდება აქციებიც. დღეს პროტესტის მესამე დღეა. მთავარი ეპიცენტრი კი, ისევ ქვეყნის მთავარი გამზირია, რომელიც სავსეა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. რუსთაველი კვლავ გადაკეტილია, თუმცა დეპუტატები პარლამენტში უკვე დიდი ხანია აღარ იმყოფებიან. აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს.

"არა რუსულ კანონს - წინ ევროპისკენ" - ამ ლოზუნგით პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. ახალგაზრდები, რუსთაველის გამზირზე სკუტერებით მივიდნენ, მათ დემონსტრანტებმა კორიდორი მოუწყვეს და ოვაციებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს პროტესტი, მშვიდობიანად წარმართონ.

აქცია მასშტაბურია. საპროტესტო აქცია სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. ამ წუთებში, ადგილზე სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები