25 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
ქალბატონი სალომე ყველანაირ ზღვას სცდება- შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა. ის შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს, სთხოვს საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილონ. - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საკითხი სხდომის დღის წესრიგში ამ ეტაპზე შეტანილი არ არის.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მიმართ პრეზიდენტს "გაუგონარი დამოკიდებულება აქვს".

"სასწაულია, ქალბატონი სალომე ყველანაირ ზღვას სცდება. რა გამოდის?! საკუთარ ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან?! - არც კი ვიცი ასეთი გამოცდილება ისტორიაში, თუ არსებობდა. არ მინდა შევადარო ცენტრებს, მაგრამ ეს გვახსოვს მაშინ, როდესაც საქართველო 30 წლის უკან იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი. ცენტრში, როცა მიდიოდა ჩივილები და ეს მიდგომა თუ აქვს, რომ ვიღაცას უნდა უჩივლოს, თან სხვა სახელმწიფოსთან, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან?! აბსოლუტურად გაუგონარი დამოკიდებულება არის გამოჩენილი ქალბატონიო სალომეს მხრიდან ქვეყნის მიმართ. როგორც ჩანს, სახელმწიფოდ არ თვლის ამ ქვეყანას, ეს არის ზუსტად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრა. ქალბატონ სალომეს და ბევრს ამ ჯგუფიდან, მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა უკარნახო სხვა ქვეყნის ლიდერებმა რა აკეთოს და რა არ აკეთოს ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები