25 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ქვეყნის მთავარი გამზირი ისევ პროტესტის მთავარი ადგილია - როგორი ვითარებაა შეკრების ადგილზე

ქვეყნის მთავარი გამზირი ისევ პროტესტის მთავარი ადგილია. რუსთაველი უკვე გადაიკეტა.

მეორე დღეა, საზოგადოების ნაწილი მეორედ დაბრუნებულ კანონს აპროტესტებს და მეორედ ითხოვს მის უკან გაწვევას.

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით, დემონსტრანტებმა შეკრება, პარლამენტის წინ, 19:00 საათზე დაიწყეს, უკვე 10 წუთში კი, ვითარება დაიძაბა.

ჭიჭინაძის ქუჩაზე იყო პოლიციასთან დაპირისპირება. პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან, ძველი მეთოდებით, კვლავ გააქტიურდა ნიკა მელია და მისი ახალი თანაპარტიელი - ნიკა გვარამია.

სწორედ გვარამიას განცხადების შემდეგ გართულდა ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან. მან მოქალაქეებს პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე, ტრიბუნა გამომსვლელებს ეთმობათ, რომლებიც ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღება დაუშვებელია.

დღის ამბები