25 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ალექსანდრე ზიბზიბაძე აქციაზე ძალადობას აორგანიზებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტი ალექსანდრე ზიბზიბაძე ძალადობრივ ქმედებებს აორგანიზებს.

"ჩემმა კოლეგამ გაახმოვანა, რომ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი არის ზიბზიბაძე და ეს ადამიანი აორგანიზებს ახლა ძალადობას. თუ ასეთი იქნება, ამ შემთხვევაში მოუწევს პოლიციას რეაგირება. სხვა შემთხვევაში, პოლიცია რაც არ იქნება იმაზე რეაგირებას ვერ მოახდენს,"- აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობილია, რომ ალექსანდრე ზიბზიბაძე პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების" ყოფილი აღმასრულებელი
დირექტორი და “ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელია. ის სხვადასხვა დროს აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდა თანამოაზრეების დატრენინგებაში საპროტესტო აქციების დროს.

დღის ამბები