25 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
"დაკავებულები არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს" - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მისი განცხადებით, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებმაც შსს-ს თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს ამ ეტაპისათვის დაკავებულთა რაოდენობის შესახებ და მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს. დაკავებულები არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

დღის ამბები