25 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება - ამ განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

"სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში "რუსული კანონის" წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!" - წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები