25 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
ერთი სიტყვა ვერ თქვა ვერავინ, რატომ არის კანონის რუსული ან რატომ შეიძლება იყოს ანტიქართული - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმაურება. მისი თქმით, იქ შეიძლება იყვნენ გარკვეული ადამიანები, რომლებსაც დააჯერეს, რომ "ახლა სამშობლოს იცავენ."

"იქ, რა თქმა, უნდა გულწრფელი ადამიანებიც იქნებიან, ვინც დააჯერეს. შეიძლება ეს ძალიან ბევრი არ იყოს, მაგრამ დააჯერეს ადამიანები, გარკვეული ნაწილი, რომელი ადამიანებიც ფიქრობენ, რომ ახლა სამშობლოს იცავენ. ამ დროს, ერთი სიტყვა ვერ თქვა ვერავინ, რატომ არის კანონი რუსული ან რატომ არის კანონი არა ქართული, ან რატომ შეიძლება იყოს ანტი ქართული. ერთადერთი, რასაც ემსახურება, ეს არის გამჭვირვალობა და ეს ემსახურება პრევენციას, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის, პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბების პრევენცია მოხდეს. თვითმიზანი არ არის მარტო გამჭვირვალობა, გამჭვირვალობას შემდეგ მიზანი აქვს. კიდევ უფრო დიდი თავის ტკივილი უნდა მომხდარიყო ამ ქვეყანაში ოქტომბერში, ამის შესახებ ცალკე ინფორმაციები იყო, ცალკე გაუმჭვირვალობა იყო. ამიტომ იყო, რომ შარშან ვამბობდით, რომ აღარ დავაბრუნებდით და წელს დავაბრუნებთ, რადგან მათი მხრიდან პირობა არ შესრულდა და გამჭვირვალობა გახდა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე." - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები