25 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
აქეთ მივმართავთ რობოკოპებს - გთხოვთ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავუვლით - ცოტნე კობერიძე

"მივმართავთ რობოკოპებს - გთხოვთ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავუვლით," - ეს განცხადება "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, პროტესტანტები პარლამენტისთვის ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ აძლევენ.

"სამართალდამცველები არიან და რობოკოპები. იციან, რომ თუ წრე დავარტყით, მათთვის ეს პრობლემა იქნება. მივმართავთ ისე, როგორც თვითონ მოგვმართავენ - რომ გვეუბნებიან გთხოვთ, ქალებო და ბავშვებო დატოვეთ ტერიტორიაო, სინამდვილეში ჩვენ აქ გვყავს ყველაზე მებრძოლი ქალებიც, ბავშვებიც და კაცებიც. აქეთ მივმართავთ რობოკოპებს - გთხოვთ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავუვლით,"- აცხადებს ცოტნე კობერიძე.

დღის ამბები