25 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ჩემი 11 წლის შვილიც არ დაიჯერებს, რომ ერთი სახელმწიფოს გარდა ყველანი მეგობრები არიან - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში კანონპროექტის განხილვა ცხარე დებატების ფონზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დეპუტატების გარდა იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ოპოზიციის მსგავსად, NGO-ებიც ამტკიცებენ, რომ "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რუსულია და მისი მიღება ქვეყნის ევროპულ მომავალ დააზარალებს.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად ამბობენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი კანონს არ დაემორჩილებიან, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ საბოლოოდ არსებობას შეწყვეტენ.

"ქართული ოცნება" არც მესამე სექტორის პროტესტს არ იზიარებს და მათ ბრალს დეზინფორმაციის შეგნებულ გავრცელებაში სდებს. მომხსენებელმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და არასწორია, მეგობარ ქვეყნებს თვალდახუჭულად ვენდოთ.

"მე მყავს 11 წლის და შვიდი წლის შვილები. არ ვიცი შვიდი წლის შვილს დავაჯერებ თუ არა, მაგრამ უფროსი შვილი ნამდვილად არ დაიჯერებს, რომ ერთი სახელმწიფოს გარდა ყველანი მეგობრები არიან, ისინი მოდიან საქველმოქმედო მიზნებით, ასხამენ ამ ქვეყანაში ფულს და ქველმოქმედება უნდათ მხოლოდ. ყველა სახელმწიფოს ინტერესია, რომ თავისი ინტერესების გატარება შეძლოს. ეს ძალიან კარგია სხვა მეგობარი სახელმწიფოს შემთხვევაში, თუ ჩვენსას ემთხვევა. სახელმწიფოებს შორის არსებობს უპირატესად ინტერესები, ვიდრე მეგობრობა, ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და დეიდაშვილობა. ასეთი რაღაცები არის ადამიანებს შორის და სახელმწიფოებს შორის არსებობს უპირატესად ინტერესები.

ახლა ჩვენ მსოფლიო პოლიტიკის ქვაკუთხედს თუ ვანგრევთ და "ძმაკაცები ვართ ჩვენ და მაგას იკადრებს?"... ჩვენ მეგობარს არამხოლოდ დასავლეთს ვეძახით, აზიაში ქვეყნები არიან, რომელთანაც ვმეგობრობთ. ბავშვიც რომ არ დაიჯერებს, ამ დონეზე სახელმწიფო ინტერესები დავიყვანოთ და მოდი ახლა თვალდახუჭული ვენდოთ ყველას და ყველაფერს, ერთი-ორი სახელმწიფოს გარდა, ყველაზე ვთქვათ, რომ ეს ჩემი მეგობარია, ეს ამას როგორ იკადრებს?"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები