25 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
დაპირისპირება, დეპუტატების გაძევება და ვნებათაღელვა პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მთელი დღის განმავლობაში აცნობდა ოპონენტებს მათ მიერ ინიცირებული პროექტის შინაარსს და იმას თუ ვის შეეხება ის კანონად ქცევის შემდეგ.

მმართველ გუნდში კანონპროექტის მთავარ მიზნად საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას ასახელებენ. ამბობენ, რომ დონორების მიერ არასამთავრობო სექტორისთვის გამოყოფილი ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯება და მისი მიზნობრიობა დეტალურად ცნობილი არ არის.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მომხსენებელთან კითხვები დაისვა. პირველი ამ შესაძლებლობით პაატა მანჯგალაძემ ისარგებლა.

ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საფრთხეს ეხებოდა გამოსვლები და რეპლიკები, რომლითაც სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა ისარგებლეს.

ოპოზიციის ნაწილის კითხვებში უმრავლესობის ლიდერმა კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიც დაინახა, ასეთი კი ლევან ხაბეიშვილის შეკითხვა იყო.

ამერიკული, უნგრული და ქართული მოდელების შედარება იყო სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.

დღევანდელ განხილვას არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა კითხვები მათი მხრიდანაც დაისვა.

სხდომა დღეს მთელი დღის განმავლობაში ხმაურის და რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის ამ ქმედებებს სხდომის ჩაშლის მცდელობა არაერთხელ უწოდეს. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბოლოდ დარბაზი რამდენიმე დეპუტატს დაატოვებინეს.

კამათი დეპუტატებს შორის დერეფანშიც გაგრძელდა.

იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა დღეს დილის 10 საათზე დაიწყო. კომიტეტის შემდეგ დეპუტატებმა დოკუმენტზე უკვე სესიაზე უნდა იმსჯელონ.

დღის ამბები