25 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრა დასრულდა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა "დიდი შვიდეულის " შეხვედრა, სადაც გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავდნენ. საგანგებო შეხვედრის შემდეგ გავრცელდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნები ერთხმად გამოხატავენ შეშფოთებას ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ლიდერები მხარს უჭერენ ისრაელს, თუმცა აღნიშნავენ, რომ აუცილებელია არ მოხდეს რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია. "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები ხაზს უსვამენ ღაზაში ვითარების სტაბილიზაციის აუცილებლობასაც.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალ კვირას, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ახლო აღმოსავლეთის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იქნება.

დღის ამბები