25 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღესაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და ძალიან მსხვილი წილები - ბექა ოდიშარია

"ნაციონალურ მოძრაობაში" დღესაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და ძალიან მსხვილი წილები," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ელენე ხოშტარიასთვის გადარიცხულ თანხებზე საუბრისას განაცხადა.

ბექა ოდიშარიას თქმით, ორმაგი სტანდარტი მიუღებელია.

"აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რამე კრიმინალს წარმოადგენს, საიდანაც არ უნდა იყოს თანხის მიღება, თუ ეს არის კომერციული დანიშნულებით ან რაიმე სხვა უწყინარი მიზნით, მთავარია რა სარჩული აქვს ამ ყველაფერს. ორმაგი სტანდარტია დიდი უბედურება - როდესაც სხვას ეკრძალება 2 გროშის მიღება საკუთარი ერთადერთი ბინის გაქირავებით და ვიღაცისთვის დაშვებულია რაღაც თანხის მიღება. ეს არის პრობლემა.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღესაც არიან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" და მათი ანასხლეტების ძალიან მსხვილი დამფინანსებლები, რომელთაც აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და მსხვილი წილები რუსეთის ფედერაციაში," - აცხადებს ბექა ოდიშარია.

დღის ამბები