სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა - 50 წლამდე ფიქრია დარჩია სიდნეის სავაჭრო ცენტრში იმ დროს იმყოფებოდა, როცა შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სიდნეის სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებს დანით დაესხა თავს 40 წლამდე მამაკაცი, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, დაშავებულებს შორის 9 თვის ბავშვია.
ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციის თქმით, მარტო მოქმედებდა, პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა ადგილზე მოკლა.