25 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
თუ სიონისტური რეჟიმი ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას განახორციელებს, შემდეგი ოპერაცია ამაზე ბევრად დიდი იქნება - ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი

ირანის მასშტაბური იერიში ისრაელზე - რეგიონული კონფლიქტის გაფართოების საფრთხე რეალობად იქცა.

უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები - მათი 99% მოგერიებულია. ისე როგორც სხვა დროს, ახლაც რკინის გუმბათმა იმუშავა, თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.

თავის მხრივ ირანი, ისრაელის პასუხის შემთხვევაში, უფრო მასშტაბური იერიშით იმუქრება.

"ამიერიდან თუ სიონისტური რეჟიმი თავს დაესხმება ჩვენს ტერიტორიეებს, ჩვენს მოქალაქეებს, მათ სამაგიეროს გადავუხდით ირანის ისლამური რესპუბლიკისგან. მიგვაჩნია, რომ ოპერაცია წარმატებული იყო და ის დასრულებულია.

განზრახული არ გვაქვს ამ ოპერაციის გაგრძელება, მაგრამ თუ სიონისტური რეჟიმი ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას განახორციელებს ან ირანის მიწაზე, ან ჩვენს კუთვნილ ცენტრებში - სირიაში თუ სხვაგან, ჩვენი შემდეგი ოპერაცია ამაზე ბევრად დიდი იქნება,“ - აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ჰუსეინ სალამი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელისთვის მიყენებული ზიანი ძალიან მცირე იყო, რაც, მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების შედეგია.

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა. მოყენებული ზიანი ძალიან მცირე იყო - ეს არის ისრაელის თავდაცვის ძალების შთამბეჭდავი ოპერაციების შედეგი. მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. ჩვენ შევაჩერეთ თავდასხმის ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღა და ჩვენ ეს წარმატებით გავაკეთეთ" - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

დღის ამბები