11 ტილო კერძო კოლექციიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში. წინანდლის ისტორიულ მამულში საგაზაფხულო სეზონი კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნა.
ფუტურიზმი, კუბიზმი, დადაიზმი, ექსპრესიონიზმი - თავისუფლების მოყვარული ადამიანის ბუნების ამსახველი ეს ავანგარდული მიმდინარეობები ძირითადად მეოცე საუკუნიდან იღებს სათავეს და ძმები ზდანევიჩების სახელს უკავშირდება.