25 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
პარლამენტი გამჭვირვალობის კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს - მმართველი გუნდი ოპონენტებს კარს უხსნის და ბრალდებების არგუმენტებით დასაბუთებას სთხოვს

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ქმედებებს უმრავლესობის ლიდერმა შავი ფულისთვის ბრძოლა კიდევ ერთხელ უწოდა.

ოპოზიციისთვის გაუგებარია "ქართული ოცნების" ლიდერების არგუმენტები. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების საჭიროება არ დგას.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველა ადამიანამდე მიიტანს სიმართლეს. უმრავლესობის წევრები კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებენ, თუ რაში ხარჯავენ მათი ოპონენტები უცხოელი დონორებისგან მიღებულ გაუმჭვირვალე თანხებს.

გამჭვირვალობის კანონთან და ფინანსების გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით დღეს მედიის კითხვებს უპასუხა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპონენტები კანონთან დაკავშირებით არგუმენტების გარეშე საუბრობენ.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ორშაბათიდან დაიწყებს.

დღის ამბები