რუსთავში კიდევ ერთი უბნის განახლება მიმდინარეობს. აფხაზეთის ქუჩაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო. პროექტი აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მთლიანად შეიცვალა, წყალსადენის, გაზის და ელექტროენერგიის კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემაც. გათვალისწინებულია ველობილიკების, გარე განათების ახალი ქსელისა და მწვანე სივრცეების მოწყობაც.