25 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში მიღებული ნებისმიერი კანონი შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეიძლება, გამჭვირვალობას სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეს - მაკა ბოჭორიშვილი 

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პრემიერის გერმანიაში ვიზიტი შეაფასა.

მაკა ბოჭორიშვილი პრესკონფერენციაზე, კანონპროექტთან დაკავშირებით, ოლაფ შოლცის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა:

"ის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მსგავსი კანონები არ მოქმედებს, ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ევროკომისიამ რომ შეიმუშავა დირექტივა, ესეც ცხადია და ევროპარლამენტში განიხილება. მართალია, ის ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა განხილვის პროცესშია. მისი მიზანი არის ის, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში და ამ ქვეყნების რაოდენობა უკვე 16-მდე აღწევს, სწორედ მოქმედი კანონმდებლობისთვის შეიქმნას ერთგვაროვანი ჩარჩო - მათ შორის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც არის მსგავსი კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში მიღებული ნებისმიერი კანონი შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეიძლება, გამჭვირვალობას სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეს საქართველოსთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები