25 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ოლაფ შოლცი ევროპარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ ინიცირებულ დირექტივაზე: არსებობს დისკუსია იმის შესახებ, დამყარდეს გამჭვირვალობა სხვადასხვა სფეროში და, დიდი ალბათობით, კანონი არც იქნება გადაწყვეტილი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ არის, არსებობს დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ, თუმცა, დიდი ალბათობით, დადებითად არ გადაწყდება.

ასევე ცნობილია, რომ 9 აპრილს, ევროკავშირის პარტიებმა და ევროკომისიამ ხელი მოაწერეს კამპანიის წესებს საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რის შესახებაც გამოცემა "Euractiv" წერდა.

"ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, არსებობს დისკუსია იმის შესახებ, დამყარდეს გამჭვირვალობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფციაა და ჯერ არც არის გადაწყვეტილი და, დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი." - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

დღის ამბები