ადიგენში, მართლმადიდებლების მშვიდობიანი აქცია გაიმართა, სადაც სასულიერო პირებთან ერთად მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა. ზარზმის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ნიკოლოზის განცხადებით, აქციის მონაწილეები მიესალმებიან მერაბ მიქელაძის გადაწყვეტილებას, რომელიც სახლში საყოველთაო ლოცვების ჩატარების შეწყვეტას გულისხმობს.
სასულიერო პირმა, ერთი მხრივ, მუსლიმ თემს მოუწოდა, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, სახლი მერიას გამოესყიდა ობოლი და მიუსაფარი მოსახლეობის თავშესაფრისთვის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი იმედოვნებს, რომ დღევანდელი აქციისა და მუსლიმი თემის ლიდერების გადაწყვეტილების შემდეგ, მოლაპარაკებები უკვე კონსტრუქციულად წარიმართება.