30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეის კოლექციები, მასტერკლასები და სპეციალური სტუმარი დანიიდან - თბილისში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა. სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე არტისტებმა საკუთარი ნამუშევრები დამთვალიერებლისთვის "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გამოფინეს.
კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე იმყოფება ჰენრიკ ვიბსკოვიც, რომელიც მსოფლიოში აღიარებული მოდის დიზაინერია.
"ექსპო ჯორჯიაში" თანამედროვე ხელოვნების შედევრების დათვალიერება მოქალაქეებს 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ.