3 წლის თაია ზოიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მცირეწლოვანი გოგონა, 10 თვის წინ, კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით და გულის გაჩერებით მოხვდა, მისი ტვინის ნაწილი დაზიანებულია და იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, გოგონა ნეირორეაბილიტაციას თურქეთში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.
საზღვარგარეთ მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ოჯახს კი უკვე ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა. თაიას ფიზიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია, თუმცა საჭიროებს უწყვეტ მკურნალობას.
დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, კლინიკა იძულებული იქნება შეაჩეროს მკურნალობა. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშებზე შეუძლიათ.
#GE27TB7466145064300014 მიმღები ნინო ოღიაშვილი
#GE22BG0000000541696720 მიმღები მაია გოგოლაშვილი