25 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი - თუ ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც, მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები საქართველოში

"თუ ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც, მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები საქართველოში,"-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით გამჭვირვალე უნდა იყოს იმ უცხოური ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოში აფინანსებენ ჯგუფებს, ვინც, მათ შორის, პოლიტიკის ჩამოყალიბებაშია ჩართული.

"დისკუსია გადაიყვანო სლოგანებში და არ შეხვიდე შინაარსში – ეს არის "კაგებეს" სახელმძღვანელოდან ამოკითხული ყველაზე მარტივი მეთოდი. პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით, სპეცსამსახურების მეთოდით როგორ ხდება საინფორმაციო შტურმი ქართულ საზოგადოებაზე. შარშან ეს ყველამ დაინახა, ქართულმა საზოგადოებმა ეს კბილი უკვე მოიცვალა და, რა თქმა უნდა, ყველა უყურებს შინაარსს. შინაარსი კი არის მარტივი. თუ ხარ უცხოური ორგანიზაცია და საქართველოში აფინანსებ ჯგუფებს, რომლებიც, მათ შორის, ჩართული არიან პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, კეთილი ინებე და იყავი ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც არიან საჯარო უწყებები საქართველოში. არ შეიძლება, არსებობდეს უფრო დაბალი სტანდარტი უცხოური დაფინანსებისთვის, ვიდრე ქართული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და ქართული ბიუჯეტისთვისაა. ჩვენ ვითხოვთ, ამოვიდეს უცხოური დაფინანსება იმ დონეზე, როგორ მაღალ დონეზეც არის საჯარო უწყებების გამჭვირვალობა,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები