25 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
"მასტერ ლიგის" მეექვსე სეზონის პირველმა გათამაშებამ სტარტი აიღო

"მასტერ ლიგის“ მეექვსე სეზონის პირველმა გათამაშებამ სტარტი აიღო. ტურნირში, რომელიც თბილისის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს, წელს 91 გუნდი მონაწილეობს.

ტურნირის პირველ გათამაშებაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მონაწილეობს. თბილისის მერის თქმით, პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

"მასტერ ლიგის“ ტურნირი 7x7-ზე იწყება, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავაფუძნეთ. მისასალმებელია, რომ ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუნდების და მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება. ძალიან მიხარია, რომ მეც მაქვს შესაძლებლობა, ამ ტურნირში მონაწილეობა მივიღო.

მინდა ყველა მონაწილე გუნდს, ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო ამ ჩართულობისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი. მსგავსი პროექტები კი, ამას ხელს უწყობს. ეს დამოკიდებულება გვექნება მომავალშიც და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი კიდევ უფრო პოპულარული გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტში ჯამში, დაახლოებით, 12 000 ადამიანია ჩართული. ტურნირი შედგება სამი ლიგისგან - უმაღლესი ლიგა, მეორე ლიგა და მესამე ლიგა. ხოლო მესამე ლიგა სამ ჯგუფად არის დაყოფილი. ასევე, თამაშები რეგულარული პრინციპით იმართება აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს ლიგებში.

დღის ამბები